ლიდერებმა მატჩი კაცნაკლულად დაასარულეს - „დილასთან“ ფრემ ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე დააქვეითა #1TVSPORT
ლიდერებმა მატჩი კაცნაკლულად დაასარულეს - „დილასთან“ ფრემ ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე დააქვეითა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მერვე ტური გორში ლიდერების შეხვედრით დასრულდა, სადაც „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრის მე-20 წუთზე გუნდები 10-10 მოთამაშით დარჩნენ – მსაჯმა შეკამათებისთვის მასპინძლებიდან მცველი ვახტანგ ბოჭორიშვილი, სტუმრებიდან კი თავდამსხმელი, ლევან კუტალია გააძევა.

ზოგადად, თამაშიც დაძაბული და არასანახაობრივი გამოდგა – გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, საგოლე მომენტების შექმნაც უჭირდათ და საბოლოოდ ლოგიკური შედეგით დასრულდა – 0:0.

ლიდერების ფრემ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში განლაგება შეცვალა – რვა ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 19 ქულით „იბერიას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით თბილისელები პირველ ადგილზე არიან, „დილა“ (17) კი მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.