ლიდერებმა ისევ მოიგეს - ხვადაგიანმა სადებიუტო გაიტანა, იმრანმა დუბლი შეასრულა, მამუჩაშვილმა სამი გოლი შექმნა #1TVSPORT
ლიდერებმა ისევ მოიგეს - ხვადაგიანმა სადებიუტო გაიტანა, იმრანმა დუბლი შეასრულა, მამუჩაშვილმა სამი გოლი შექმნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა – მატჩები უხვგოლიანი გამოდგა, სამ შეხვედრაში 10 გოლი გავიდა.

„დინამო“ თბ. – „თელავი“ 1:0

თბილისელები მთელი მატჩი უტევდნენ, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ ჩემპიონს დიდი წინაააღმდეგობა გაუწია. „დინამომ“ ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გახსნა. 65-ე წუთზე „თელავის“ კარი 18 წლის საბა ხვადაგიანმა აიღო, რაც მისთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გამოდგა.

„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 3:1

თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-10 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ულად-მარ იმრანმა დააგვირგვინა. „სამტრედიამ“ 53-ე წუთზე მათე კვირკვიას გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მატჩის ბოლოს თბილისელებამ მიზანს მაინც მიაღწიეს. გიორგი იაკობიძემ 66-ე წუთზე მასპინძლები ისევ დაააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე იმრანმა დუბლი შეასრულა და „ლოკომოტივმა“ ანგარიშით 3:1 მოიგო.

„დინამო“ ბთ – „საბურთალო“ 4:1

„ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ისევ საფეხბურთო ატმოსფერო შექმნა და ბათუმელთა მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „დინამომ“ „საბურთალოს“ პირველივე წუთებიდან შეუტია და ანგარიში მალევე გახსნა. მეშვიდე წუთზე, ლაშა შინდაგორიძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთს „საბურთალოს“ კარის ხაზი არ გადაუკვეთია, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა გოლი მაინც ჩათვალა და სტუმართა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია.

ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მასპინძლები კიდევ გაიტანდნენ, მაგრამ 42-ე წუთზე „საბურთალომ“ სწრაფი კონტრშეტევით ანგარიში გაათანაბრა – გიორგი გოჩოლეიშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი კოხრეიძემ ზუსტად დაარტყა – 1:1.

მეორე ტაიმში ბათუმელებმა მეტოქეზე ზეწოლა გაზარდეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. მატჩის გმირი „საბურთალოს“ ყოფილი მოთამაშე ლადო მამუჩაშვილი იყო, რომელმაც 57-ე წუთზე პენალტით გუნდი დააწინაურა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა: 72-ე წუთზე მისი პასით თავი ფანცულაიამ გამოიჩინა, 78-ე წუთზე კი გოლის გატანაში გია მანჯგალაძეს დაეხმარა და ბათუმელებმა ანგარიშით 4:1 მოიგეს.

1. დინამო ბთ 14 31

2. დინამო თბ 14 31

3. დილა 14 22

4. საბურთალო 14 21

5. ლოკომოტივი 14 21

6. სამგურალი 14 19

7. შუქურა 14 14

8. ტორპედო 14 13

9. სამტრედია 14 9

10. თელავი 14 8