ლიდერების მძიმე დღე - „სამგურალმა" გასვლაზე „გაგრა" დაამარცხა
ლიდერების მძიმე დღე - „სამგურალმა" გასვლაზე „გაგრა" დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2-ში მე-7 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა – ორივეში ლიდერი გუნდები მასპინძლის სტატუსით ლიდერები თამაშობდნენ და მოულოდნელად, გამარჯვება ვერც ერთმა მოახერხა.

მეორეადგილოსანმა „გაგრამ“ მუხიანის სარაგბო კომპლექსზე მე-7 პოზიციაზე მყოფი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა კარი პენალტით (72-ე წუთზე) გამოცდილმა ნახევარმცველმა ლუკა რაზმაძემ აიღო.

მესამადგილოსანმა მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავა – არენაზე” მე-6 პოზიციაზე მყოფი „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0.

7 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურა“ 17 ქულით ლიდერობს, „გაგრა“ და მარტვილის „მერანი“ 11-11 ქულით მეორე-მესამე პოზიციებს იკავებენ. „სამგურალმა“ 10 ქულა დააგროვა, მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა, სამი საფეხურით დაწინაურდა და ახლა მეოთხე პოზიციაზეა. ბოლო ადგილზე 3 ქულით დუშეთის „არაგვია“.