ლიდერების მატჩი რეალმა მოიგო (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 25-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი მადრიდში შედგა, სადაც „რეალმა“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა. ლიდერების დაპირისპირება მთლიანად მადრიდელთა უპირატესობით აღინიშნა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 101:86.

მადრიდელებს კვლავ ენტონი რენდოლფმა ულიდერა 21 ქულით. 17 ქულით და 10 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა სერხიო ლიულმა. სტუმართა შორის კოსტას სლუკასი იყო საუკეთესო 15 ქულით და 7 პასით. მადრიდის „რეალი“ 19 მოგებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ფენერბახჩე“ ჯერჯერობით ლიდერობას ინარჩუნებს. მეორე ადგილზე მოსკოვის „ცსკა“ იმყოფება, რომელიც დღეს საკუთარ მოედანზე მილანის „ოლიმპიას“ მიიღებს. გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“, პოდგორიცეში, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

დარუშაფაკა-პანათინაიკოსი 67:91
ჟალგირისი-გრან კანარია 98:64
ბაიერნი-მაკაბი 70:77