ლიდერების მატჩი ცსკა-მ მოიგო [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების, მთლიანად პირველი წრის ცენტრალური მატჩი, მადრიდის „რეალს“ და მოსკოვის „ცსკა“-ს შორის შედგა. მეათე ტურამდე, გუნდები, მხოლოდ თითო მარცხით მივიდნენ. მადრიდში ჩატარებული შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. მასპინძლებმა ტაიმი, სამი ქულის სხვაობით მოიგეს (41:38) თამაშის მესამე მეოთხედში, მოსკოველები უკეთ გამოიყურებოდნენ და გადამწყვეტი პერიოდის წინ, ექვსქულიანი ჰანდიკაპი აიღეს. დასკვნით ათწუთიან მონაკვეთში, მადრიდელებმა, სცადეს შეხვედრის შემოტრიალება, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 93:88 სტუმართა სასარგებლოდ. გამარჯვებულთა შორის, კორი ჰიგინსი გამოირჩა 24 ქულით. ამერიკელი კალათბურთელი, ბოლო პერიოდში, არმიელთა ლიდერად ჩამოყალიბდა.

„ცსკა“ 9 მოგებით და 1 მარცხით, სატურნირო ცხრილის სათავეშია. „რეალის“ გადასწრების შანსი მიეცა, „ფენერბახჩეს“. იმ შემთხვევაში, თუ სტამბოლური კლუბი, დღეს, „ბარსელონას“ სტუმრად დაამარცხებს, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. დღესვე ითამაშებს, თორნიკე შენგელიას „ბასკონია“, რომელიც გასვლაზე, სტამბოლის „ეფესს“ დაუპირისპირდება. გუშინ გამართული დარჩენილი სამი მატჩი ასე დასრულდა:

მაკაბი-ბაიერნი 95:74
დარუშაფაკა-გრან კანარია 71:75
ჟალგირისი-მილანი 83:78