ლიბიის კრიზისის დასრულების მიზნით, იტალიაში საერთაშორისო სამიტი იმართება
ლიბიის კრიზისის დასრულების მიზნით, იტალიაში საერთაშორისო სამიტი იმართება

ლიბიის კრიზისის დასრულების მიზნით, იტალიაში საერთაშორისო სამიტი იმართება. ლიბიის დაპირისპირებული მხარეები და მსოფლიო ლიდერები ორდღიან მოლაპარაკებებს სიცილიაზე მართავენ. პალერმოს კონფერენციის მიზანი პოლიტიკური პროცესის დაწყება და ქვეყნის გაერთიანებაა.

გაერო-ს სურს, რომ ლიბიაში არჩევნების ჩატარდეს და 2019 წლის დასაწყისში ეროვნული კონფერენცია გაიმართოს.

„პალერმოს კონფერენცია ფუნდამენტური ნაბიჯია, რომელიც ლიბიისა და მთელი ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.

მიმდინარე წლის მაისში, პარიზში გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისოდ აღიარებული „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და აღმოსავლეთ ლიბიის მმართველი, ხალიფა ჰაფთარი 10 დეკემბერს არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამჟამად აღნიშნული თარიღი არარეალურად მიიჩნევა. ლიბიაში ქაოსური ვითარება 2011 წელს ნატო-ს ინტერვენციისა და მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ შეიქმნა.