„ლიბერთი ბანკიდან“ თავდამსხმელებმა 2000 ლარამდე გაიტაცეს
„ლიბერთი ბანკიდან“ თავდამსხმელებმა 2000 ლარამდე გაიტაცეს

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკიდან“ თავდამსხმელებმა 2000 ლარამდე გაიტაცეს.

ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. ტერიტორიაზე მოიხსნა ყვითელი ლენტიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების დაკავების მიზნით ინტენსიური ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დღეს დააყაჩაღეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.