ლიბერტადორესის თასზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია
ლიბერტადორესის თასზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – „კოპა ლიბერტადორესზე“ მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდა:

სერო პორტენიო (პარაგვაი) – რივერ პლეიტი (არგენტინა)

გრემიო (ბრაზილია) – პალმეირასი (ბრაზილია)

ფლამენგო (ბრაზილია) – ინტერნასიონალი (ბრაზილია)

ლდუ კიტო (ეკვადორი) – ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)

პირველი მატჩები 20 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი – 27 აგვისტოს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „რივერ პლეიტია“.