ლიბერტადორესის თასის პირველი ფინალი ფრედ დასრულდა [ვიდეო]

სამხრეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის ფინალის პირველი მატჩი გაიმართა.

„ბონბონერაზე“ „ბოკა ხუნიორსი“ „რივერ პლეიტს“ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იგებდა, „ბოკამ“ მოგება ვერ შეძლო – 2:2.

ანგარიში რამონ აბილამ გახსნა 34-ე წუთზე – მან გამოიყენა „რივერ პლეიტის“ მეკარის შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში გაუშვა. ზუსტად ერთ წუთში „რივერმა“ ლუკას პრატოს გოლით გაათანაბრა.

„ბოკამ“ მაინც მოიგო პირველი ტაიმი – კომპენსირებულ დროში დარიო ბენედეტომ სებასტიან ვილიას პასით გაიტანა.

„რივერ პლეიტი“ 61-ე წუთზე „ბოკას“ მცველმა კარლოს ისკიერდოსმა გადაარჩინა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა.

განმეორებით მატჩი 25 ნოემბერს, „რივერის“ სტადიონზე გაიმართება.