ლიბერტადორესის თასის ფინალი სავარაუდოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება
ლიბერტადორესის თასის ფინალი სავარაუდოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება

AS-ის ინფორმაციით, ლიბერტადორესის თასის განმეორებითი ფინალური მატჩი სავარაუდოდ მადრიდში გაიმართება.

დღეს, 29 ნოემბერს, ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ამ შეხვედრის „ბერნაბეუზე“ გამართვა სთხოვა და დიდი შანსია, რომ მატჩი სწორედ ამ არენაზე გაიმართოს.

„რივერ პლეიტმა“ და „ბოკა ხუნიორსმა“ უკვე განაცხადეს ამის თაობაზე თანხმობა.

საქმეში ჩართულია არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, რომელიც ადრე „ბოკას“ პრეზიდენტი იყო.

პირველი შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა, საპასუხო კი 8 ან 9 დეკემბერს გაიმართება.