ლიბერტადორესის თასი „ფლამენგომ“ მოიგო #1TVSPORT

03:31, 30.11.2025

ბრაზილიური „ფლამენგო“ 2025 წლის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული გახდა.

პერუში გამართულ ფინალში რიო დე ჟანეიროს კლუბმა ასევე ბრაზილიური „პალმეირასი“ 1:0 დაამარცხა და ტიტულს მეოთხედ დაეუფლა. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე დანილომ გაიტანა.

ლიბერტადორესის თასზე მოგებების რაოდენობით რეკორდსმენია „ინდეპენდიენტე“ (7 ტიტული), „ბოკა ხუნიორსს“ 6 მოგება აქვს, „პენიაროლს“ – 5.

„ფლამენგოს“ გარდა, 4-4 გამარჯვება აქვთ „რივერ პლეიტსა“ და „ესტუდიანტესს“.

მსგავსი