ლიბერტადორესის პირველ ნახევარფინალში „რივერმა“ „ბოკა ხუნიორსს“ მოუგო
ლიბერტადორესის პირველ ნახევარფინალში „რივერმა“ „ბოკა ხუნიორსს“ მოუგო

სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე, კოპა ლიბერტადორესზე, გაიმართა პირველი ნახევარფინალის პირველი მატჩი. ბუენოს-აირესის დერბიში „მონუმენტალის“ სტადიონზე „რივერ პლეიტმა“ ანგარიშით 2:0 მოუგო „ბოკა ხუნიორსს“.

ანგარიში მეშვიდე წუთზე რაფაელ ბორემ პენალტით გახსნა. უპირატესობა 70-ე წუთზე იგნასიო ფერნანდესმა გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო „ბოკა ხუნიორსის“ ნახევარმცველმა ნიკოლას კაპალდომ.

განმეორებითი მატჩი 23 ოქტომბერს „ბოკას“ საშინაო არენაზე, „ბომბონერაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ლიბერტადორესის თასის შარშანდელ ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ორი მატჩის ჯამში „რივერ პლეიტმა“ ანგარიშით 5:3 მოიგო.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბრაზილიური კლუბები – „გრემიო“ და „ფლამენგო“ შეხვდებიან.