ლიბანში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

19:21, 22.08.2020

ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სროლა ლიბანის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ცეცხლი გზაზე მიმავალი მანქანიდან გახსნეს.

მსროლელის ავტომობილში, რომელიც მოგვიანებით მიტოვებული იპოვეს, მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ელექტროკაბელები და იარაღის მაყუჩი აღმოაჩინეს. სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი