ლიბანში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციებზე შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა
ლიბანში კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციებზე შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა

ლიბანში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული კარანტინის მოწინააღმდეგეთა აქციებზე შეტაკებების შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ლიბანის წითელი ჯვრის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქ ტრიპოლიში შეტაკებების შემდეგ, სულ მცირე ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, კარანტინისა და შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და ქვები დაუშინეს. საპასუხოდ სამართალდამცავებმა ცრემლსადენის აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჩახერგეს საავტომობილო გზებიც.

ლიბანში კარანტინის 24-საათიანი რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. პანდემიის პერიოდში, ლიბანში სულ 285 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 470 ადამიანი.