ლიბანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 86 შემთხვევა გამოვლინდა
ლიბანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 86 შემთხვევა გამოვლინდა

ლიბანში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მესამე დღეა, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების 80-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ერთ-ერთ ქორწილს და დაკრძალვას უკავშირდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 168 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 36 ადამიანი.