ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა

01:56, 24.09.2024

ბოლო მონაცემებით, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ასევე დაშავდა 1645 ადამიანი.

2006 წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან, რასაც ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე საუბრობენ აშშ-ში. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ რამდენიმე დღის წინ წერდა, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ესკალაციას პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

მსგავსი