ლევიცკა-შუკვანი ტოკიოს ოლიმპიადას ტრავმის გამო გამოეთიშა #1TVSPORT
ლევიცკა-შუკვანი ტოკიოს ოლიმპიადას ტრავმის გამო გამოეთიშა #1TVSPORT

ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ბრძოლა ფრანგ ამანდინ ბუშართან გამართა, თუმცა ვერ დაასრულა. შეხვედრის მსვლელობისას ტატიანამ ფეხის ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვერ მოახერხა.

თუმცა მანამდე ბუშარს ვაზარი ჰქონდა მოპოვებული. ეს ფრანგი სპორტსმენი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში ჰაიტელი საბიანა ანესტორი იპონით დაამარცხა.