ლევერკუზენში მწვრთნელი იცვლება
ლევერკუზენში მწვრთნელი იცვლება

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, „ლევერკუზენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი სპეციალისტი პეტერ ბოსი გახდება. 55 წლის მწვრთნელს ოფიციალურად გერმანიის ჩემპიონატის ზამთრის შესვენებისას წარადგენენ.

ადრე ბოსი „ვიტესის“, თელ-ავივის „მაკაბის“, „აიაქსისა“ და „დორტმუნდის“ მწვრთნელი იყო.

ამ მომენტისთვის, „ლევერკუზენში“ მუშაობას ჰაიკო ჰერლიხი აგრძელებს, მაგრამ გერმანიაში ბევრი წყარო მიუთითებს იმაზე, რომ პირველი წრის შემდეგ, მას პოტს დაატოვებინებენ.

გერმანიის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ, „ლევერკუზენს“ 21 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. გუნდი ევროპის ლიგის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის „კრასნოდარს“ შეხვდება.