„ლევერკუზენმა“ ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT
„ლევერკუზენმა“ ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა #1TVSPORT

„ლევერკუზენმა“ მთავარი მწვრთნელი, ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი დაკევებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტენ ჰაგი „ლევერკუზენში“ პირველ ივლისს დაინიშნა და ბუნდესლიგაში მხოლოდ ორ თამაშში უხელმძღვანელა გუნდს. 55 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელებთან საერთო ენა ვერ გამონახა.

„ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის 2025/2026 წლის სეზონის პირველ ტურში შინ „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში 10-კაციან „ვერდერთან“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

ნიდერლანდელი სპეციალისტი გასულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაათავისუფლეს.