„ლევერკუზენის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა კარლეს მარტინესი. მხარეებმა 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი, – წერია გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამ პოსტზე 42 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კასპერ იულმანი შეცვალა, რომელსაც სეზონის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა კონტრაქტი. ბუნდესლიგაში „ლევერკუზენმა“ მეექვსე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა.
მარტინესი 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა „ტულუზას“ – ეს მისთვის მთავარ მწვრთნელად მუშაობის ერთადერთი გამოცდილებაა. გასულ სეზონში „ტულუზამ“ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა.