„ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი - ხაბი ალონსოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩება #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი - ხაბი ალონსოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ის მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩება #1TVSPORT

ესპანელი სპეციალისტის, ხაბი ალონსოს გაწვრთნილი „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა ევროპულ ფეხბურთში, გერმანული გუნდი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია.

მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, 42 წლის ხაბი ალონსოს გადაბირება არაერთ გრანდს სურს, მათ შორის – მიუნხენის „ბაიერნს“, „ლივერპულსა“ და მადრიდის „რეალს“.

თუმცა, „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორის, სიმონ როლფესის განცხადებით, კლუბი ესპანელი სპეციალისტის შენარჩუნებას მომდევნო სეზონშიც გეგმავს.

„ხაბი ალონსოს ჩვენთან კონტრაქტი აქვს და თავსაც ძალიან კარგად გრძნობს. მას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მომდევნო სეზონშიც „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი იქნება“, – განაცხადა როლფესმა.

გერმანიის ბუნდესლიგაში ალონსოს გაწვრთნილმა „ლევერკუზენმა“ 21 ტურის შემდეგ 55 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, მიუნხენის „ბაიერნს“ ხუთი ქულით ასწრებს. გუნდი ასევე ითამაშებს გერმანიის თასის ნახევარფინალსა და ევროპის ლიგის მერვედფინალში.