„ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობა ხელს არ შეუშლის ჩაბი ალონსოს „რეალში“ წასვლას #1TVSPORT
„ლევერკუზენის“ გენერალურმა დირექტორმა ფერნანდო კარომ განაცხადა, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელს ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალში“ გაუშვებს, თუ იქნება შესაბამისი წინადადება.
„ჩვენ ჯენტლმენური შეთანხმება გვქონდა ალონსოსთან მის წასვლაზე. თუ მოგვმართავს გუნდი, რომელშიც ის თამაშობდა, ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით და არ შევეწინააღმდეგებით მას“, – მოჰყავს კაროს სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.
ჩაბი ალონსო ძირითადი კანდიდატია „რეალში“ კარლო ანჩელოტის შეცვლაზე. ესპანელი მადრიდულ კლუბში 2009-14 წლებში თამაშობდა.