„ლევერკუზენი“ თავის 20 წლის ვუნდერკინდს 100 მილიონად გაყიდის
„ლევერკუზენი“ თავის 20 წლის ვუნდერკინდს 100 მილიონად გაყიდის
„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა დაადასტურა, რომ ზაფხულში მის კლუბს ნახევარმცველი კაი ჰავერცი დატოვებს.
გერმანიაში მას ყველა ვუნდერკინდად მიიჩნევს. ის ძალიან მალე გახდა სატრანსფერო სამიზნე უფრო დიდი კლუბებისთვის. ზამთრის შესვენების დროს ჩვენ მას ავუხსენით, რომ არასაკმარისად ხშირად მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში. ახლა, მან ეს ნაკლი გამოასწორა და შესაბამისად, გაიზარდა მისი გოლებისა და შედეგიანი გადაცემების რიცხვი. ჩვენ ვერ შევძლებთ მის შენარჩუნებას და მისი ტრანსფერი 100 მილიონი ევროს ღირებულების იქნება“, – განაცხადა ბოშმა გერმანულ პრესაში.
20 წლის ჰავერცმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.