მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის უმცროსი ძმა ჯობ ბელინგემი, რომელიც ჩემპიონშიფში „სანდერენდის“ შემადგენლობაში თამაშობს, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღებას იპყრობს.
გამოცემა Fichajes.net-ის ინფორმაციით, „ლევერკუზენი“ და პირადად მისი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო დაინტერესებულია ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრანსფერით. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ბელინგემი 19 წლისაა, მან უკვე წარმოაჩინა საკუთარი თავი პერსპექტიულ და უნივერსალურ ფეხბურთელად. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაშია.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსი“ და „დორტმუნდი“ ასევე აპირებენ ბრძოლას ზაფხულში ჯობ ბელინგემის ხელში ჩასაგდებად.