„ლევანტემ“ მოიგო და პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა - ქოჩორაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„ლევანტემ“ მოიგო და პლეი ოფის ზონას მიუახლოვდა - ქოჩორაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.

ლევანტემ“ ანგარიში მე-3 წუთზე ბრუგეს გოლით გახსნა. „სარაგოსამ“ მე-19 წუთზე მოიას გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 87-ე წუთზე დე ლა ფუენტემ ქართველის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

ლევანტემ“ 34 ტურის შემდეგ 51 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზე, ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და რეალური შანსი აქვს, ესპანეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლოს.