ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი - მას სურს, დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია #1TVSPORT
ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი - მას სურს, დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია #1TVSPORT

რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, ცეზარი კუჰარსკიმ  „ბაიერნის“ პოლონელი ლეგიონერის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიუნხენური კლუბიდან წასვლას და „ბარსელონაში“ თამაშს გეგმავს.

„ლევანდოვსკიც და „ბარსელონაც“ ამ ტრანსფერისთვის იბრძოლებენ. ვფიქრობ, რომ ის მოახერხებს „ბარსაში“ გადასვლას, ეს სავსებით შესაძლებელია. ლევანდოვსკის სურს, დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია“, – ციტირებს კუჰარსკის სიტყვებს Carrusel Canalla.

გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 50 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. პოლონელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.