ლევანდოვსკის შეუძლია, რომ ერთ მატჩში რონალდოს რეკორდი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს #1TVSPORT
ლევანდოვსკის შეუძლია, რომ ერთ მატჩში რონალდოს რეკორდი გაიმეოროს ან გააუმჯობესოს #1TVSPORT

ბუნდესლიგის მე-16 ტურის მატჩში „ბაიერნი“ „შტუტგარტს“ ესტუმრა და ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:5.

ჰეთ-თრიკი შეასრულა სერჟ გნაბრიმ, ხოლო რობერტ ლევანდოვსკი დუბლის ავტორი გახდა.

ამგვარად, მიუნხენელთა პოლონელ ლიდერს მიმდინარე სეზონში 29 გოლი დაუგროვდა, ერთ კალენდარულ წელში კი – 68. ლევანდოვსკი ამ მონაცემებით, რონალდოს რეკორდს ძალიან მიუახლოვდა. 2013 წელს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ერთ წლის განმავლობაში 69 გოლის გატანა მოახერხა.

ლევანდოვსკის 2021 წლის დასრულებამდე მხოლოდ ერთი მატჩი რჩება, რომ რონალდოს საოცარი რეკორდი ან გაიმეოროს, ან გააუმჯობესოს.

„ბაიერნი“ წლის უკანასკნელ შეხვედრას „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ 17 დეკემბერს გამართავს. აღსანიშნავია, რომ „ვოლფსბურგს“ „ბაიერნთან“ გამარჯვება 2015 წლის შემდეგ აღარ მოუპოვებია.

დატოვე კომენტარი