მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ მედიასთან საუბარში მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა. პოლონელის თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე სერხიო რამოსი, ბუნდესლიგაში კი მისთვის ყველაზე რთული მეტოქეა ჟერომ ბოატენგი.
„ყველაზე რთული მოწინააღმდეგე? ჩემპიონთა ლიგაზე სერხიო რამოსი. რაც შეეხება ბუნდესლიგას, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი ჩემთვის ყოველთვის გამოწვევები იყო და ადვილი გასეირნება არასოდეს მქონია“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.