ლევანდოვსკიმ, შეიძლება, ესპანეთის თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები გამოტოვოს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის, შესაძლოა, უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწიოს. 36 წლის პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში „სელტას“ (4:3) წინააღმდეგ.
როგორც გაზეთი AS-ი წერს, კლუბში პესიმისტურად არიან განწყობილნი და ვარაუდობენ, რომ ლევანდოვსკიმ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. თუ ეს დიაგნოზი დადასტურდება, გამორიცხული იქნება ფორვარდის თამაში 26 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ.
ამგვარი დაზიანების დროს აღდგენის მინიმალური ვადა სამი კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანდოვსკი ასევე არ იქნება მზად ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალისთვის (30 აპრილი და 6 მაისი) „ინტერის“ წინააღმდეგ.