ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა - „ბარსელონას“ ფორვარდმა მთავარი მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგა #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა - „ბარსელონას“ ფორვარდმა მთავარი მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგა #1TVSPORT

რობერტ ლევანდოვსკიმ შეაჩერა კარიერა პოლონეთის ნაკრებში. ამის შესახებ „ბარსელონას“ ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გარემოებებისა და პოლონეთის ნაკრების მიმართ ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, უარი ვთქვა ეროვნულ გუნდში თამაშზე იქამდე, სანამ ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს.

იმედია, მომავალში შევძლებ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებისთვის თამაშს“, – დაწერა ლევანდოვსკიმ.

პოლონეთის ნაკრებს 2023 წლის სექტემბრიდან მიხალ პრობეჟი ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით პოლონელები პირველები გავარდნენ ევრო 2024-დან.

36 წლის ლევანდოვსკი ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 85 გოლით.