ლევანდოვსკიმ იდეალური მწვრთნელი აღწერა - ტაქტიკა გვადიოლასგან, შემადგენლობის მართვა ფლიკისგან, გუნდთან ურთიერთობა კლოპისგან... #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ იდეალური მწვრთნელი აღწერა - ტაქტიკა გვადიოლასგან, შემადგენლობის მართვა ფლიკისგან, გუნდთან ურთიერთობა კლოპისგან... #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ წარმოდგენაში იდეალური მწვრთნელი აღწერა.

პოლონელმა ფეხბურთელმა გამოარჩია თავისი ამჟამინდელი და ყოფილი მწვრთნელების გარკვეული თვისებები, რომლებიც, მისი აზრით, იდეალურ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს.

ლევანდოვსკის მიაჩნია, რომ იდეალური მწვრთნელისთვის საჭიროა პეპ გვარდიოლას ტაქტიკური თვისებები, შემადგენლობის მართვა ჰანს-დიტერ ფლიკის მსგავსად, გუნდთან ურთიერთობა იურგენ კლოპის სტილში და მნიშვნელოვან მატჩებში მუშაობა, როგორც ამას კარლო ანჩელოტი აკეთებს. გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ ახსენა იულიან ნაგელსმანი – მისი აზრით, იდეალური სპეციალისტი ისე უნდა იცვამდეს, როგორც ამას გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აკეთებს.