ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო
ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა ბუნდესლიგის მე-11 ტურის მთავარ მატჩში „დორტმუნდის“ წინააღმდეგ.

ამ თამაშის შემდეგ, პოლონელს 11 ტურში 16 გოლი დაუგროვდა და ამით 31 წლის ფეხ ბურთელმა „ბაიერნის“ ლეგენდის, გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, რომელმაც 1968-69 წლების სეზონის 11 ტურში 15 გოლი დაიტანა.

„ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ 4:0 მოუგო და მესამე ადგილზე გადავიდა ბუნდესლიგის ცხრილში – ის ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „გლადბახს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „დორტმუნდი“ 19 ქულით მეხუთე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ მოუგო დიდი ანგარიშით ბუნდესლიგის საშინაო მატჩი „დორტმუნდს“. წინა ორი შეხვედრა მიუნხენელებმა 5:0 და 6:0 მოიგეს.