ლევანდოვსკიმ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოები დაასახელა #1TVSPORT

08:31, 30.09.2021
BARCELONA, SPAIN - SEPTEMBER 14: Robert Lewandowski of Bayern München looks on during the UEFA Champions League group E match between FC Barcelona and Bayern München at Camp Nou on September 14, 2021 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარი აზრი გამოთქვა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებზე.

„მოთამაშეებს ეპოქა ქმნის. ბავშვობაში ჩემი კერპები იყვნენ რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო. მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ გამეგო, რაში მდგომარეობდა მათი სტილი. თავის დროზე, ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტიერი ანრიმ.

ვინ მიმაჩნია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ? ეპოქას აყალიბებს რამდენიმე ფეხბურთელი. მაგალითად, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ესენი იყვნენ ცრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი და რონალდინიო. მანამდე – რონალდო. ყოველთვის არსებობენ დაუჯერებელი ტალანტები, რომლებიც, უბრალოდ, სიამოვნებას განიჭებენ თამაშისგან“, – მოჰყავს ლევანდოვსკის სიტყვები „ბილდს“.

მსგავსი