ლევანდოვსკიმ Covid-19- თან საბრძოლველად მილიონი გადარიცხა - დღეს მსოფლიო ერთი გუნდია და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ
ლევანდოვსკიმ Covid-19- თან საბრძოლველად მილიონი გადარიცხა - დღეს მსოფლიო ერთი გუნდია და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კორონავირუსთან საბრძოლველად მილიარდი ევროს გადარიცხა და პასუხისმგებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

ლევ გორეცკისა და ჯოშუა კიმიჰის შემდეგ, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონი ევრო გადადეს, ამგვარი ნაბიჯი მიუნხენელთა ვარსკვლავმაც გადადგა.

რობერტ ლევანდოვსკიმ თანხა Covid-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მეუღლესთან, ანასთან ერთად შესწირა და წერილი გამოაქვეყნა:

„ეს უთანასწორო ბრძოლაა. ყველამ ვიცით, ჩვენს გარშემო არსებული მძიმე ვითარების შესახებ. დღეს მთელი მსოფლიო ერთ გუნდში ვთამაშობთ და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ჩვენ თუ დახმარება შეგვიძლია, მოდით, ეს გავაკეთოთ. ყველას მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ინსტრუქციები და მოუსმინოთ მათ, ვინც უკეთ იცის. ამით კი აჩვენეთ პასუხისმგებლობა“ – წერია ლევანდოვსკების განცხადებაში.