ლევანდოვსკიმ ანსუ ფატიზე შეფობა აიღო #1TVSPORT
ლევანდოვსკიმ ანსუ ფატიზე შეფობა აიღო #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი ანსუ ფატი აქტიურად ცდილობს კატალონური გუნდის შემადგენლობაში დაბრუნებას.

როგორც პოდკასტი Què T’hi Jugues იტყობინება, ფატიმ საბოლოოდ თქვა უარი თურქეთის სუპერლიგაში გადასვლაზე, სადაც სატრანსფერო ფანჯარა სამშაბათს იხურება. უფრო მეტიც, ფორვარდი გუნდური ვარჯიშების შემდეგ მინდორზე რჩება და ძირითადად თავის ფიზიკურ ფორმაზე და დარტყმების დახვეწაზე მუშაობს.

წერენ, რომ ფატიზე შეფობა აიღო „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირმა, რობერტ ლევანდოვსკიმ. ვარჯიშის შემდეგ ის რჩება ახალგაზრდა ფორვარდთან და დარტყმების დამუშავებაში ეხმარება.

ამ სეზონში ანსუ ფატიმ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.