ლევანდოვსკი უკმაყოფილოა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელით #1TVSPORT
ლევანდოვსკი უკმაყოფილოა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელით #1TVSPORT

ცნობილი გახდა ზოგიერთი წვრილმანი „ბაიერნიდან“ რობერტ ლევანდოვსკის სავარაუდო წასვლის შესახებ.

როგორც გერმანული გამოცემა Sport1.de წერს, პოლონელ ფეხბურთელს არ აწყობს გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი.

აღნიშნავენ, რომ ლევანდოვსკი მუდმივად აკრიტიკებს ტაქტიკას, რომელსაც ირჩევს ნაგელსმანი, აგრეთვე რთულ დავალებებს, რომელსაც მწვრთნელი ფეხბურთელებს ვარჯიშებზე აძლევს.

ამ სეზონში 33 წლის ლევანდოვსკიმ 41 მატჩში 47 გოლი გაიტანა.