ლევანდოვსკი Tuttosport-ის ვერსიით წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
ლევანდოვსკი Tuttosport-ის ვერსიით წლის ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

იტალიურმა ჟურნალმა Tuttosport-მა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა „ჩელსის“ ნახევარმცველმა ჟორჟინიომ, მესამე გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ლიონელ მესი.

გამარჯვებული გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელებისგან შედგებოდა: ანდრეი შევჩენკო, ლოთარ მათეუსი, ხრისტო სტოიჩკოვი, ემილიო ბუტრაგენიო, პაველ ნედვედი, ლუკა ტონი, სამუელ ეტო’ო, ალესანდრო დელ პიერო, ედვინ ვან დერ სარი, ხუან სებასტიან ვერონი, რუი კოშტა და სხვები.

ლევანდოვსკიმ Golden Player-ის პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო.