ლევანდოვსკი თავის აგენტთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა #1TVSPORT
ლევანდოვსკი თავის აგენტთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა #1TVSPORT

პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი თავის აგენტთან პინი ზაჰავისთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა MLS-ის კლუბთან „ჩიკაგო ფაირთან“ თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრისიო რომანომ.

იტყობინებიან, რომ „ჩიკაგო“ სერიოზულად არის დაინტერესებული პოლონელი ფეხბურთელის შეძენით. ლევანდოვსკიმ შეიძლება ორი ან სამი წლით გააფორმოს კონტრაქტი – ეს თავად ფორვარდის ასარჩევია.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი სეზონის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „ბარსელონა“.