ლევანდოვსკი შეიძლება „დორტმუნდში“ დაბრუნდეს #1TVSPORT
ლევანდოვსკი შეიძლება „დორტმუნდში“ დაბრუნდეს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.

როგორც გამოცემა Todofichajes-ი წერს, პოლონელმა ფეხბურთელმა შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან გერმანიაში გააგრძელოს. კერძოდ, გერმანიაში ლევანდოვსკით დაინტერესებულია „დორტმუნდი“, თავად ფორვარდი კი არ გამორიცხავს ამ კლუბში დაბრუნებას. იმასაც აღნიშნავენ, რომ „ბარსელონა“ უახლოეს მომავალში არ აპირებს ლევანდოვსკისთან გამოთხოვებას.

მიმდინარე სეზონში რობერტ ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.