ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელია სეზონის განახლების შემდეგ
ლევანდოვსკი საუკეთესო ფეხბურთელია სეზონის განახლების შემდეგ

ცნობილმა პორტალმა „ბლიჩერ რეპორტმა“ (Bleacher Report) სეზონის განახლების შემდეგ ევროპულ ფეხბურთში 15 საუკეთესო მოთამაშის სია შეადგინა.

საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 10 მატჩში 12 გოლის გატანა შეძლო.

ამ საინტერესო რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 12 გოლი 10 მატჩში

2. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 3 გოლი და 7 პასი 7 მატჩში

3. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 4 გოლი და 1 პასი 6 მატჩში

4. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 3 გოლი და 1 პასი 7 მატჩში

5. სერხიო რამოსი (რეალი) – 5 გოლი 7 მატჩში

6. დავიდ ალაბა (ბაიერნი) – 5 “მშრალი” მატჩი 10 შეხვედრაში

7. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნ) – 4 გოლი და 2 პასი 5 მატჩში

8. კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) – 7 გოლი 9 მატჩში

9. თომას მიულერი (ბაიერნი) – 5 პასი 10 მატჩში

10. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 4 გოლი 6 მატჩში