ლევანდოვსკი იუბილარია 
ლევანდოვსკი იუბილარია 

პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი 31 წლის გახდა. ცენტრალური თავდამსხმელი „ბაიერნში“ დორტმუნდის „ბორუსიადან“ 2014 წელს გადავიდა.

ბაიერნის ვარსკვლავს, ბუნდესლიგაში თანამედროვე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და გერმანიის ჩემპიონატი 7-ჯერ აქვს მოგებული. გერმანიის საუკეთესო კლუბის მაისურით პოლონელს ჩატარებულ 160 მატჩში 130 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება სანაკრებო შეხვედრებს, ლევანდოვსკი 57 გოლით პოლონეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. საერთო ჯამში ლევანდოვსკის „ბორუსიას“ და „ბაიერნის“ რიგებში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

საერთაშორისო ასპარეზზე პოლონელ შემტევს ნათამაშები აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე.