ლევანდოვსკი იამალზე და მასტანტუონოზე - „რეალზე“ ზეწოლაა, რათა მათ იპოვნონ ლამინის მსგავსი, მაგრამ ეს შეუძლებელია #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკიმ უარი თქვა „ბარსელონასა“ და „რეალის“ ფეხბურთელების, ლამინ იამალისა და ფრანკო მასტანტუონოს შედარებაზე.
„რეალმა“ 18 წლის არგენტინელი 63 მილიონ ევროდ შეიძინა „რივერ პლეიტიდან“.
„არ შეიძლება მოთამაშეების შედარება, განსაკუთრებით ახალგაზდა ასაკში. რა თქმა უნდა, „რეალზე“ ზეწოლაა, რათა მათ იპოვნონ ვინმე ლამინის მსგავსი. ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. უმჯობესია საკუთარი გზით იარო.
ახალი ლამინის პოვნა შეუძლებელია, რადგან ასეთი მოთამაშეები არ იბადებიან ყოველ ქალაქში და ყოველ წელს. ეს 10 წელიწადში ერთხელ ხდება.
ასე იყო ადრეც კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შემთხვევაში – ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები იყვნენ.
თქვენ ვერ შეძლებთ, იპოვნოთ შემდეგი მესი ან შემდეგი კრიშტიანო რონალდო, რადგან ისინი უნიკალურები არიან“, – განაცხადა „ბარსელონას“ ფორვარდმა.