ლევანდოვსკი გერმანიაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

17:49, 30.08.2020

„ბაიერნის“ ფორვარდი გერმანიაში წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რობერტ ლევანდოვსკიმ ეს დამსახურებული და საპატიო აღიარება „კიკერის“ მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად მიიღო, რომელშიც სპორტული მიმომხილველები მონაწილეობდნენ.

გერმანელმა ჟურნალისტებმა მეორე-მესამე ადგილებზეც „ბაიერნის“ ფეხბურთელები გაიყვანეს – ტომას მიულერი და ჯოშუა კიმიხი.

2019/20 წლების სეზონი რობერტ ლევანდოვსკიმ ბრწყინვალედ ჩაატარა და 38 მატჩში 49 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატიც იყო, თუმცა პანდემიით გამოწვეული პრობლემის გამო, ეს პრესტიჟული ჯილდო „ფრანს ფუტბოლმა“ წელს არავის გადასცა.

მსგავსი