ლევანდოვსკი France Football-ის ვერსიით საუკეთესო ფორვარდი გახდა #1TVSPORT
ლევანდოვსკი France Football-ის ვერსიით საუკეთესო ფორვარდი გახდა #1TVSPORT

„ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც France Football-ის მიერ დაწესებული ახალი პრიზი მოიგო. ის გადაეცემა წლის საუკეთესო თავდამსხმელს.

ეს ჯილდო წელს პირველად გაიცა. ამიერიდან, მას მიანიჭებენ ფეხბურთელს, რომელიც ერთ კალენდარულ წელს ყველაზე მეტ გოლს გაიტანს საკლუბო და სანაკრებო დონეზე.

2021 წელს, ლევანდოვსკის 64 გოლი დაუგროვდა. უახლოეს მდევარს კრიშტიანო რონალდოს 42 გოლი აქვს.

დატოვე კომენტარი