ლევანდოვსკი და ოსაკა - სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით წლის სპორტსმენები გახდნენ
ლევანდოვსკი და ოსაკა - სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით წლის სპორტსმენები გახდნენ

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ (AIPS) 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, მამაკაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენი გახდა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ხმების 16.3 პროცენტი მიიღო. მან გაუსწრო ფორმულა 1-ის პილოტს ლუის ჰემილტონს (14.3 პროცენტი), ესპანელ ჩოგბურთელი რაფაელ ნადალსა (9.9) და ამერიკელ კალათბურთელს ლებრონ ჯეიმსს (9.5).

ქალებს შორის საუკეთესოდ დასახელდა იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა (13.85). მან გაუსწრო ვენესუელელ მძლეოსანს, სამხტომში მსოფლიოს რეკორდსმენს იულიმარ როხასსა და ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს.

წლის გუნდი გახდა „ბაიერნი“ (34.6 პროცენტი), რომელმაც გაუსწრო „ლივერპულსა“ (19.8) და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ (17.3).