ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის MVP გახდა, სიმბოლურ ნაკრებში 11 გუნდის ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT
ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის MVP გახდა, სიმბოლურ ნაკრებში 11 გუნდის ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT

გამოვლინდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები. მასში 11 სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელი მოხვდა.

მეკარე – ვლახოდიმოსი (ბენფიკა);

მცველები – ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი), ბაკუ (ვოლფსბურგი),ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული);

ნახევარმცველები – პედრო გონსალვეში (სპორტინგი), კაპუე (ვილიარეალი), ვეინალდუმი (პარი სენ-ჟერმენი), ნკუნკუ (ლაიპციგი);

ფორვარდები – დიბალა (იუვენტუსი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი).

უეფა-მ ასევე გამოავლინა ტურის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს გახლავთ „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ჰეთ-თრიკი და ერთი საგოლე პასი შეასრულა „ბენფიკასთან“ შეხვედრაში.

ამ პრიზზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ: კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი), პაულო დიბალა (იუვენტუსი) და პედრო გონსალვეში (სპორტინგი).