ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა
ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა

ბუნდესლიგის მე-15 ტურში გერმანიის ჩემპიონმა „ბაიერნმა“ 6:1 გაანადგურა „ვერდერი“.

მიუნხენელთა რიგებში დუბლი შეასრულა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ. ამით 31 წლის პოლონელმა ბუნდესლიგაში გოლების რიცხვი 220-მდე აიყვანა და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით იუპ ჰაინკესს. ახლა ისინი მესამე ადგილს იყოფენ გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში. თუმცა, ლევანდოვსკის ამ შედეგის მისაღწევად 305 მატჩი დასჭირდა, ჰაინკესს – 369 მატჩი.

ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია გერდ მიულერი – 365 გოლი. მეორე ადგილი უჭირავს კლაუს ფიშერს – 268.