ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ გუნდში 200 გოლი გაიტანა #1TVSPORT
ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ერთ გუნდში 200 გოლი გაიტანა #1TVSPORT

ბუნდესლიგის 32-ე ტურში „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა „გლადბახი“.

ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ. მისი მეორე გოლი მე-200 აღმოჩნდა ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ მაისურით.

გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაუტანია ერთ კლუბში უფრო მეტი გოლი. ეს არის გერდ მიულერი, რომელმაც იმავე „ბაიერნის“ შემადგენლობაში ბუნდესლიგაში 365 გოლი დააგროვა.