ლევანდოვსკი „ბარსელონას“ სეზონის შემდეგ დატოვებს #1TVSPORT

00:05, 02.12.2025

რობერტ ლევანდოვსკი, დიდი ალბათობით, 2026 წლის ზაფხულში დატოვებს „ბარსელონას“.

37 წლის პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი კატალონურ კლუბთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. გამოცემა The Athletic „ბარსელონაში“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელშეკრულების გაგრძელება არ იგეგმება და მომავალ წლის ზაფხულში ლევანდოვსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.

ამასთან დაკავშირებით, „ბარსელონასთვის“ მთავარი სატრანსფერო მიზანი ახალი ცენტრალური ფორვარდის გაფორმება იქნება.

მსგავსი