„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი სერიოზულად განიხილავს მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერის დასრულების შესაძლებლობას.
გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, 37 წლის პოლონელი მზადაა წავიდეს ფეხბურთიდან 2026 წლის ზაფხულში. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ვერ გააგრძელებს კონტრაქტს „ბარსელონასთან“ და არ მიიღებს სხვა „საინტერესო წინადადებას“.
აღნიშნავენ, რომ ლევანდოვსკი და მისი ოჯახი ძალიან კარგად გრძნობენ თავს ბარსელონაში – მათ მოსწონთ იქ ცხოვრება. საუდის არაბეთის მსგავს ეგზოტიკურ ლიგაში დიდი ხელფასით გადასვლა ის არ არის, რაც სურს ლევანდოვსკის. სწორედ ამიტომ განიხილავს ფორვარდი მხოლოდ „ბარსელონას“ ან კარიერის დასრულებას. კატალონურ კლუბში დარჩენისთვის, ლევანდოვსკი მზადაა ახალი როლის მიიღოს: დათანხმდეს ნაკლებ სათამაშო დროს და შეასრულოს მეორეხარისხოვანი როლი გუნდში.
რობერტ ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2026 წლის ივნისამდეა ძალაში. ადრე პრესაში წერდნენ, რომ კატალონური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს თანამშრომლობა გამოცდილ ფორვარდთან.